შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა სულაქველიძე![]()
ბიოგრაფიათბილისის რკინიგზის №8 სკოლის ყოფილი გამგე. პარტიიდან გარიცხეს აქტიური ტროცკისტობის გამო. ბრალად დაედო, რომ პარტიისგან მალულად იყო აქტიური ტროცკისტი; 1927 წლიდან ეწეოდა არალეგალურ საქმიანობას, რისთვისაც თავის ბინაში სპეციალურად ჰქონდა შენახული საქართველოს ტროცკისტული ცენტრის ტექნიკა, რომელსაც დაპატიმრების მომენტამდე ინახავდა; შენიღბული სახით სახლში ინახავდა ნაღმების გარსს, საფანტს, ცეცხლსასროლ იარაღს, გასამრავლებელ აპარატ "რენოტიპს"; ბოლო დრომდე ჰქონდა მჭიდრო კავშირი გალდავას, დიდიძესა და დარახველიძესთან და სხვ. თავი დამნაშავედ ცნო ნაწილობრივ. მიესაჯა დახვრეტა. რეპრესირებული. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |