შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ აივაზოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. სწავლობდა სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში, მონაწილეობდა მოსწავლეთა რევოლუციურ გამოსვლებში. 1905 წელს შევიდა ბოლშევიკური პარტიის რიგებში. 1905-1906წწ. ნიკოლოზ აივაზოვი იყო სიღნაღის საქალაქო სასწავლებლის მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატიული წრის ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა 1906 წლის მოსწავლეთა საპირველმაისო გაფიცვას. 1906 წელს სასწავლებელის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სიღნაღის სტამბაში ასოთამწყობად. 1906 წელს შევიდა თბილისში საბუღალტრო კურსებზე, სადაც მოაწყო პარტიული უჯრედი და ბიბლიოთეკა. საბუღალტრო კურსების დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სიღნაღში და ისევ ასოთამწყობად გააგრძელა მუშაობა; ბეჭდავა პროკლამაციებს, ორგანიზაციებისათვის აგროვებდა ფულს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი დევნა დაიწყო, ამიტომ პარტიულმა ორგანიზაციამ სამუშაოდ გორისა და დუშეთის მაზრებში მიავლინა. იგი სოფლებში აწყობდა პარტიულ უჯრედებს, გლეხებში ეწეოდა პარტიულ პროპაგანდას. 1909 წლის თებერვალში ნიკოლოზ აივაზოვი თბილისში ჩამოვიდა. მუშაობდა ჯერ სტამბა "პროგრესში", ხოლო შემდეგ სტამბა "კულტურაში". 1909-1912წწ. დაკავშირებული იყო ე. სტასოვთან და თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ ამხანაგებთან, მათი დავალებით სტამბაში ბეჭდავდა პროკლამაციებს, ხელმძღვანელობდა სტამბის მუშათა წრეებს, ავრცელებდა გაზეთ "პრავდას" და "პრავდის" ფონდის გასაძლიერებლად კრეფდა ფულს. 1912 წლის ივნისში, როდესაც ჩავარდა თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაცია, იგი დაპატიმრებას გადაურჩა და დახმარებას უწევდა პატიმარ ამხანაგებს. რევოლუციონერი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.321
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |