The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ძაგანია

დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1889  (134 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია, შემდეგ ვლადიმირის სამხედრო სასწავლებელი 1911 წელს და ნიკოლოზის სამხედრო აკადემიის მოსამზადებელი კურსები II თანრიგით, 1917 წელს.

1909 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში; 1911 წლიდან მსახურობდა ბაქოს 153-ე ქვეით პოლკში; 1916 წლიდან კავკასიის მე-8 ქვეით პოლკში; 1914-1918წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში; 1916 წლის იანვარში მძიმედ დაიჭრა. იმავე წელს მიიღო შტაბს-კაპიტნის ჩინი; 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის გენერალურ შტაბში პოლკოვნიკის წოდებით; 1921 წლის თებერვალში, წითელი არმიის შემოჭრის დროს, იყო ლორის ოლქში განლაგებული ჯარების (სარდალი — გენ. იოსებ გედევანიშვილი) შტაბის უფროსი; 1921 წლის მარტიდან ირიცხებოდა ქართული წითელი არმიის შტაბში. ოფიცერი, პოლკოვნიკი (1919).

წყარო: grwar.rugwar.mil.ru


გააზიარე: