The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მელანია ესაულოვა-ჩოდრიშვილი

მელანია ესაულოვა-ჩოდრიშვილი
Legal name:მელანია ესაულოვა
Date of birth:1867
Date of death:1911  (at 44 years)
Category:Politician

Biography

მელანია ესაულოვა 1892 წელს დაქორწინდა მიხა ჩოდრიშვილზე, ისინი ერთად ეწეოდნენ არალეგალურ პარტიულ მუშაობას ბათუმსა და თბილისში. თავის საცხოვრებელ სახლში, (მიხეილის პროსპექტი, სახლი ნომერი 10) მართავდნენ კრებებსა და კონფერენციებს. მელანია ამავე დროს იყო წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მას ევალებოდა პატიმრობაში მყოფ პარტიულ ამხანაგებთან კავშირის დამყარება, წერილებისა და ლიტერატურის შეგზავნა, სურსათისა და ტანსაცმლის მიწოდება. 1898 წელს შევიდა რსდმპ რიგებში. მიხა ჩოდრიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 1905 წლის რევოლუციაში. მას გადაჰქონდა საბრძოლო იარაღები, ასაფეთქებელი ნივთიერებები; ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას და უვლიდა დაჭრილ მებრძოლებს. მელანია მუდმივად იყო პოლიციისა და ჟანდარმერიის მეთვალყურეობის ქვეშ, განიცდიდა დევნას და არაერთხელ იყო დაპატიმრებული. 1906 წელს იგი მიხა ჩოდრიშვილთან ერთად არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო როსტოვში დატოვეს, საიდანაც მან თბილისში დაბრუნება მოახერხა. არალეგალურად მუშაობდა თბილისსა და ბაქოში. 1910 წელს მელანია ესაულოვა და მიხა ჩოდრიშვილი ისევ გადაასახლეს როსტოვში, მას იქაც არ შეუწყვეტია არალეგალური მუშაობა; დააარსა ქალთა წრე, ეხმარებოდა პოლიტპატიმრებს. გარდაიცვალა ქ. როსტოვში, პარტიულმა ამხანაგებმა მის საფლავზე ძეგლი დადგეს, ხოლო მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი წერილები დაიბეჭდა მაშინდელ ქართულ პრესაში. მიხეილ (მიხა) ჩოდრიშვილის მეუღლე, რევოლუციონერი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.309


Share: