შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როდენ მემარნიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი; ასპირანტურა 1960 წელს. 1960-1977წწ. ეწეოდა სამეცნიერო, პედაგოგიურ და სამეურნეო საქმიანობას: მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტი, უფროსი ლაბორანტი, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მუხრანის სასწავლო-საცდელი მეურნეობის მთავარი აგრონომი, დირექტორი, რესპუბლიკური გაერთიანება "საქხიმეთერზეთის" მმართველი; 1977-1989წწ. იმყოფებოდა პარტიულ-სამეურნეო თანამდებობებზე: საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსპექტორი, მარნეულის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილე, საქართველოს კპ თეთრი წყაროს რაიკომის პირველი მდივანი, სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება "თავთავის" გენერალური დირექტორი, გაერთიანება "საქსოფლქიმიის" თავმჯდომარე, 1989 წლიდან საქართველოს კპ მარნეულის რაიკომის პირველი მდივანი, სახალხო დეპუტატთა რაი-საბჭოს რაიკომის თავმჯდომარე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი მარნეულის №46 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მიოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.253 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |