შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მენაბდე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტუქციების წარმოების ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1987წწ. ტრესტი "მშენინდუსტრიის" ლილოს N3 რკინა-ბეტონის ქარხნის ტექნიკური კონტროლიორი, გან-ის ოსტატი; 1987-1988წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს სარემონტო სამშენებლო სამმართველოს შრომისა და ხელფასის ინჟინერი; 1988-1989წწ. საქართველოს სსრ საავტომობილო გზების სამინისტროს გვირაბების მშენებლობისა და საექსპლოატაციო სამმართველოს ოსტატი, სამუშაოების მწარმოებელი; 1989-1994წწ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტრესტ "თბილრემმშენის" ძველი უბნებისა და შენობების სპეც. სარესტავრაციო სამმართველოს შემდეგში ასოციაცია "უტას" სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი, მთავარი ინჟინერი; 1999-2000წწ. პურისა და პურპროდუქტების ხარისხის სახელმწიფო ინსპექციის სპეციალისტი; 2004 წელს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.251; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.399 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |