Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
თინათინ ბერძენიშვილი
Date of birth: | 31 October, 1979 (45 years) |
Category: | Public official, Journalist, Television Personality |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2002 წელს; სამაგისტრო პროგრამა კინოს და სატელევიზიო მედიის ექსპერტი; 2015 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გადის სადოქტორო პროგრამას "მედიის კვლევა (კულტურა მედიაში)". 1997-1999წწ. მუშაობდა ჟურნალისტად გაზეთ "ქართული ფილმში"; 1999-2000წწ. იყო ტელერადიო კომპანია "აუდიენციას" ჟურნალისტი; 2000-2003წწ. ამავე სტუდიის გადაცემა "მეალომანიას" ავტორი და ხელმძღვანელი; 2001-2003წწ. ART-IMEDI ვიდეო პროდუქციის მენეჯერი; 2003 წელს ტელეკომპანია "იმედზე" მიჰყავდა გადაცემა "კლიპ-ლოტო"; 2006-2009წწ. აზერბაიჯანში სადაზღვევო-საბროკერო კომპანია NLI LTD-ის PR მენეჯერი იყო; 2012-2013წწ. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიჰყავდა რამდენიმე გადაცემა; 2011-2014წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2014-2015წწ. ამავე ორგანიზაციის მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი; 2015-2016წწ. იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი; 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის 6 იანვრამდე ასრულებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას; 2017 წლის 6 იანვრიდან 2020 წლის 18 აგვისტომდე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი; 2019 წლის 4 აპრილს დაინიშნა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელად; 2020 წლის 18 აგვისტოდან 2020 წლის 25 სექტემბრამდე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2020 წლის 25 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად აირჩია.
წყარო: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი: 1tv.ge; cdn.1tv.ge
Member of Organizations
- ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიაკომიტეტი, წევრი
- ცენტრალური ევროპის ქვეყნების კომიტეტი, წევრი
|