ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
კახი გოგიჩაიშვილი
ოფიციალური სახელი: | კახაბერ გოგიჩაიშვილი |
დაბადების თარიღი: | 31 ოქტომბერი, 1968 (56 წლის) |
კატეგორია: | მწვრთნელი, სპორტსმენი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. საკლუბო დონეზე თამაშობდა ქართულ კლუბებში: თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი", "მერანი" და "შევარდენი-1906"-ში, ასევე გამოდიოდა "სამტრედიაში"; ნათამაშები აქვს ორ უცხოურ კლუბში, აშკელონის "ჰაპოელში"და ნიჟნი-ნოვგოროდის "ლოკომოტივში"; 1992–2000წწ. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 27 მატჩი. გაიტანა 1 გოლი 1992 წელს, თერთმეტმეტრიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ; პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო სამუშაოზეა; 2013–2014 წლების სეზონში წვრთნიდა "დინამოს" დუბლშემადგენლობას; სარეზერვო გუნდში წარმატების შემდეგ მალევე დაინიშნა "დინამოს" მთავარი გუნდის მწვრთნელად; მას დაევალა გუნდის გაახალგაზრდავება, რასაც თავი წარმატებით გაართვა და ზამთრის შესვენებაზე გუნდი უმაღლეს ლიგაში დაკავებული პირველი ადგილით გავიდა; 2014 წლის 11 დეკემბერს "დინამომ" მისი ხელმძღვანელობით შეძლო საქართველოს სუპერთასის მოპოვება. ფეხბურთელი, პოზიციით ნახევარმცველი.
წყარო: int.soccerway.com
|