შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი მერებაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკის ფაკულტეტი სპეციალობით სამაცივრო და საკომპრესორო მანქანები და დანადგარები 1991 წელს. 1982-1984წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1984-1989წწ. ტექნიკოსი, ინჟინერ-ტექნოლოგი, ჩარხმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო ტექნიკური ბიურო; 1989-1992წწ. ინჟინერ-გამმართველი, საქ. სსრ სახ. აგროსამრეწველო კომიტეტის სპეციალიზირებული სამონტაჟო გამმართველი სამმართველო, ფირმა "საქსპეცმონტაჟავტომატიკა"; 1992-1995წწ. ბიუროს მდივანი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ეროვნულ–დემოკრატიული პარტია (ედპ)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2000წწ. ინჟინერ-მექანიკოსი, შ.პ.ს. "ა.მ.-99"; 2000-2001წწ. ვიცე-პრეზიდენტი, საქ. ავტომფლობელთა ფედერაცია; 2001-2002წწ. გენერალური დირექტორი, შ.პ.ს. "ტრანსკონტინენტალი"; 2002-2007წწ. ინჟინერ-მექანიკოსი, შ.პ.ს. "ალე"; წამყვანი სპეციალისტი, თბილისის მერია (2007); 2007-2008წწ. მთავარი სპეციალისტი, თბილისის მერია; საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (2008). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.253 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |