The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ოდიშელიძე

გიორგი ოდიშელიძე
Date of birth:25 November, 1899
Date of death:1970  (at 70 years)
Burial location:შატუს სასაფლაო, პარიზი
Category:Publicist, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია 1917 წელს; გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა თბილისის უნივერსიტეტში რუსული ლიტერატურის ფაკულტეტზე განაგრძო; 1918 წელს გიორგი კვინიტაძის ძალისხმევით თბილისში დაარსებული ქართული სამხედრო სკოლის, იუნკერთა სასწავლებლის კურსანტი გახდა. 

1918 წელს მსახურობდა ქართულ ცხენოსან ასეულში, შემდეგ თელავის მაზრის სამხედრო ბეგარის უფროსის სამმართველოში; 1919 წელს გახდა თბილისის სამხედრო სკოლის, იუნკერთა სასწავლებლის კურსანტი, 1921 წელს სკოლის ქვეითი ასეულის ზემდეგი; მონაწილეობდა ჩოლოქის (1918 წლის აპრილი), კოჯორ-ტაბახმელას (1921 წლის თებერვალი) და ბათუმის (1921 წლის მარტი) ბრძოლებში; საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში იყო ჯერ სტამბოლში, შემდეგ საფრანგეთში; იმავე წლის ბოლოს ოთხ ქართველ იუნკერთან (ნიკოლოზ თოხაძე, ივანე ვაჩნაძე, ალექსანდრე ჯინჭარაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი) შეირჩა სასწავლებლად საფრანგეთის სენ–მიქსენის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სატანკო სასწავლებელში სწავლობდა; 1922 წლიდან მსახურობდა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის რიგებში სირიასა და ალჟირში; 1935 წელს მიიღო კაპიტნის წოდება. II მსოფლიო ომის დასაწყისში, 1940 წლის აპრილში სამხრეთ საფრანგეთში, ბარკარესის სამხედრო ბანაკში დაავალეს ქართული შენაერთის (unité géorgienne) შექმნა; 1941-1943წწ. მაიორის წოდებით ასრულებდა საფრანგეთის არმიის საჰაერო ჯარების კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსის მოვალეობას; 1943 წელს იბრძოდა ტუნისში, მონაწილეობდა საფრანგეთის განთავისუფლების ოპერაციებში; 1944 წელს გახდა პოლკოვნიკი (კოლონელი); 1945-1947წწ. იყო საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს რადიოკომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი; სამხედრო პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობდა სამოქალაქო სექტორში, აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს. მიღებული ჰქონდა სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი, ღირსების ორდენი, საბრძოლო ჯვრის ორდენი; ცოლად ჰყავდა (1938) გენერალ გიორგი კვინიტაძის ქალიშვილი თამარი. ქართველი იუნკერი, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერი.

წყარო: ოდიშელიძე გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.153-154; nplg.gov.ge; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბლოგი: pirvelirespublika.blogspot.com


Share: