Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ლორის-მელიქოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაიბადა ქართული ფეოდალური საგვარეულოს ლორის მელიქიშვილების ოჯახში. მამა ტარიელ ზურაბის ძე ლორის მელიქიშვილი, დედა ეკატერინე ახვერდაშვილი ცხოვრობდნენ თბილისში. სწავლა 1836 წელს მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში დაიწყო; 1840-იანი წლებიდან სამხედრო კარიერა დაიწყო; იგი წარმატებულად მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებულ ომებში, მათ შორის - კავაკასიის, ყირიმის და რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომებში; სამხედრო კარიერასთან ერთად წარმატებულ სამოქალაქო მოღვაწეობასაც ეწეოდა; იყო თერგის ოლქის უფროსი, ხარკოვის ოლქის გენერალ გუბერნატორი, შინაგან საქმეთა მინისტრი; სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, კავალერიის გენერალი (1875 წლის 17 აპრილიდან), გენერალ-ადიუტანტი, გრაფი (1878 წლის 16 აპრილიდან), სახელმწიფო საბჭოს წევრი (1880 წლის 11 თებერვლიდან). ორჯერ არის დაჯილდოებული მამაცობითვის ოქროს ხმლით (1848, 1854). 1888 წლის 12 (24) დეკემბერს 64 წლის ასაკში საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში. წყარო: ru.wikisource.org; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.436 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |