The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ სოლოღაშვილი

არჩილ სოლოღაშვილი
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1979  (44 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შ. მილორავას სახელობის საესტრადო სასწავლებელი ქართული ქორეოგრაფიის განხრით 1999 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი 2005 წელს;
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასპირანტურა – მეტყველების კულტურის ფაკულტეტი 2006 წელს.
1995–2000წწ. თეატრალურ სკოლა–სტუდია "ბერიკები" – ცეკვის პედაგოგი; 2003–2006წწ. თეატრალური სარდაფის მსახიობი; 2006 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. მუსიკისა და დრამის თეატრში განსახიერებული როლები: ფსიქოთერაპევტი ("მარლენ დიტრიხი"– რეჟ. მ. დიტრიხი); იოქანაანი (ო. ვაილდი "სალომე" (ქორეოდრამა) – ქორეოგრაფი კ. ფურცელაძე); კონტესსა (ი. მისიმა "მარკიზა დე სადი" – რეჟ. მ. ბერიკაშვილი); მაიკლი (პ. ტრავერსი "მერი პოპინსი" – რეჟ. დ. დოიაშვილი, გ. იაშვილი); ლუდოვიკი (პ. შენო "ანდერძი" – რეჟ. გ. იაშვილი); ივანე (გ. ერისთავი "გაყრა" – რეჟ. დ. დოიაშვილი); მგელი ("იყო და არა იყო რა ანუ საშობაო ზღაპარი" – რეჟ. დ. დოიაშვილი); ბაბუა (ს. მროჟეკი "სახლი საზღვარზე" – რეჟ. დ. დოიაშვილი); რალფი ("მუსიკის ჰანგები" – რეჟ. დ. დოიაშვილი); ფოსტალიონი ("ვერის უბნის მელოდიები" – რეჟ. დ. დოიაშვილი); ტორეიადორი  (პ. მერიმე "კარმენი" (ქორეოდრამა) – ქორეოგრაფი კ. ფურცელაძე); კუდიანი, მეკარე (უ. შექსპირი "მაკბეთი" – რეჟ. დ. დოიაშვილი); გრაფი დე გიში (ე. როსტანი "სირანო დე ბერჟერაკი" – რეჟ. დ. დოიაშვილი); პაკი, ფილოსტრატე (უ. შექსპირი "(შუა ) ზაფხულის ღამის სიზმარი" – რეჟ. დ. დოიაშვილი); ომი (მ. მეტერლინკი "ლურჯი ფრინველი" – რეჟ. დ. დოიაშვილი); ბარონი (მ. გორკი "ფსკერზე" – რეჟ. დ. დოიაშვილი); ვასილ სალიონი (ა. ჩეხოვი "სამი და" (ქორეოდრამა) – ქორეოგრაფი კ. ფურცელაძე); სენსეი (რ. აკუტაგავა "ცხოვრება იდიოტისა" - რეჟ. დ. დოიაშვილი); მოხეტიალე მომღერალი (ბ. ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა" - რეჟ. გ. თავაძე); მონაწილე ("ეგზერსისი" რეჟ. მ. ბერიკაშვილი); ბერუა ლაპანაშვილი ("შეყრა" რეჟ. დ. დოიაშვილი); არის რეჟისორი სპექტაკლისა  "მარტოობის დღესასწაული ანუ my space";  ქორეოგრაფი სპექტაკლებისა: "მერი პოპინსი",  "აკრძალული თამაშები", "მარკიზა დე სადი",  "ბედნიერი ერი"; სხვა თეატრები: თეატრალური სარდაფი: სტუდენტი ("ინსტიქტი" – რეჟ. ო. ეგაძე); სტუდენტი და არისტოკრატი ("პიესა ათ ინტიმურ აქტად" – რეჟ. ო. ეგაძე); დავით აღმაშენებლის ახალგაზრდობა ("საქართველოს ქრონიკები" – რეჟ. ო. ეგაძე); ნიკო ("ქეთო და კოტე" – რეჟ. დ. დოიაშვილი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი); მოღვაწეობა კინო და ტელევიზიაში: სანდრო – "ოცნების ქალაქი" – რეჟ. დ. იმედაშვილი, მუსიკალური პროექტი "იმედის ტალღა" – გამარჯვებული (ტელეკომპანია "იმედი");  მუსიკალური პროექტი "იმედის ტალღა" – პროექტის ქორეოგრაფი (ტელეკომპანია "იმედი");  გადაცემა "სხვა შუა დღე" – წამყვანი (ტელეკომპანია "რუსთავი 2"); პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" – წამყვანი (ტელეკომპანია "რუსთავი 2"); პროექტი "ნიჭიერი" – ქორეოგრაფი (ტელეკომპანია "რუსთავი 2"); პროექტი "ბრავო" – ქორეოგრაფი  (ტელეკომპანია "რუსთავი 2"); პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" – ქორეოგრაფი (ტელეკომპანია "რუსთავი 2").

წყარო: მუსიკისა და დრამის თეატრის გვერდი: musictheatre.getafu.edu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - თეატრალური პრემია "დურუჯი", საუკეთესო მსახიობი მამაკაცი
    "(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი" რეჟ. დ. დოიაშვილი

გააზიარე: