Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ გოგიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის მე-2 სამუსიკო სასწავლებელი 1962 წელს; 1963-1970 წლებში სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1970 წელს. 1962-1971 წწ. საქართველოს სახელმწიფო კაპელის სოლისტი (ტენორი); 1971-1980 წწ. მუშაობდა თბილისის ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის ღია ცის ქვეშ მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად, იყო ფონდების მთავარი მცველი; 1980 წლიდან მუშაობდა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლად; სხვადასხვა წლებში იყო სამუზეუმო ფასეულობათა დაცვა-აღრიცხვის განყოფილების უფროსი ლაბორანტი, ეთნოგრაფიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1992-2014 წწ. რკინის ნაკეთობათა ფონდის მცველი, 2005-2012 წწ. საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმის ლანდშაფტის მენეჯერი. ჩატარებული აქვს საფონდო, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები, მონაწილეობდა ეთნოგრაფიულ სამეცნიერო ექსპედიციებში: ერწო-თიანეთი (ხელმძღვანელი: ჯ. სონღულაშვილი, 1971); ქვემო ქართლი (ხელმძღვანელი: ლ. ფრუიძე, 1971); გურია-აჭარა (ხელმძღვანელი: ლ. ფრუიძე, 1972); ქართლი (ხელმძღვანელი: ლ. ფრუიძე, 1974); ერწო-თიანეთი (ხელმძღვანელი: ჯ. სონღულაშვილი, 1975); შიდა ქართლი (ხელმძღვანელი: გ. ჯალაბაძე, 1983); ქვემო ქართლი (ხელმძღვანელი: გ. ჯალაბაძე, 1984-1985); ტრანსკავკასიის რკინიგზისპირა კომპლექსური ექსპედიცია დუშეთის რ-ნში (ხელმძღვანელი: მ. ხუციშვილი, 1986); კახეთი (ხელმძღვანელი: გ. ჯალაბაძე, 1987-1989); 1976-1980 წწ. ღია ცის ქვეშ მუზეუმის დავალებებით განახორციელა მოკლევადიანი მივლინებები იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, აჭარის, ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ცხინვალის, ჯავის, ზნაურის რაიონებში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტით შესრულებული აქვს პროექტები: ხალხური მეტალურგია და რკინა-მჭედლობა აღმოსავლეთ საქართველოში (2001-2002); ხალხური მეტალურგია და რკინა-მჭედლობა დასავლეთ საქართველოში (2002-2003); ხალხური მეტალურგია და რკინა-მჭედლობა საქართველოში (2003-2004); ვაჭრობა და ხელოსნობა ქალაქ ცხინვალში (2004-2005). საქართველოს ეროვნული მუზეუმისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ერთგულებისთვის მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საპატიო სიგელი (2014). არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |