The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ მინდიაშვილი (დეკანოზი)

არჩილ მინდიაშვილი
სხვა სახელი:მამა არჩილი
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

1972-1974წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

1980 წლიდან დიაკვანი, მღვდელი, მსახურობდა დიდუბის ღვთისმშობლის, გორის ღვთისმშობლის, თბილისის წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიაში, ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ამჟამად, წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიის წინამძღვარია; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). საქართველოს ეკლესიის დეკანოზი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.258

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისია, წევრი (1990-1991)

გააზიარე: