The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიაზ ძიაპშიპა

ნიაზ ძიაპშიპა
ოფიციალური სახელი:ნიაზბეგ ძიაპშიპა
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 1993  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწვრთნელი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

ფეხბურთის თამაში შედარებით გვიან, 16 წლის ასაკში ადგილობრივ "ახალგაზრდა დინამოელებთან" ერთად დაიწყო (მწვრთნელი ა. მინჯია); 1945 წლიდან სოხუმის "დინამოს" შემადგენლობაშია; 1946 წელს თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა; თამაში დუბლშემადგენლობიდან დაიწყო, მაგრამ უკვე შემდეგი წლიდან მყარად დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში; პირველსავე სეზონში 20 წლის ცენტრალურმა მცველმა საკავშირო ჩემპიონატის 19 მატჩი ითამაშა (სსრკ-ს ორწრიან პირველობაში იმ წელს ცამეტი გუნდი მონაწილეობდა), ხოლო თორმეტ სეზონში ჩემპიონატის 179, თასის გათამაშების 15 და 20 საერთაშორისო შეხვედრაში დაიცვა გუნდის ღირსება; თავდაპირველად მარჯვენა დაცვის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანდრო ჟორდანიას გადაწყვეტილებით ის ცენტრალურ დაცვაში მყარად დამკვიდრდა, სადაც წლების განმავლობაში იცავდა გუნდის ღირსებას; ნიაზ ძიაპშიპა გამოძახებული იყო სსრკ-ს მეორე ნაკრებში; 1970 წელს მუშაობდა თბილისის "დინამოს" მეორე მწვრთნელად, იყო გუნდის უფროსიც. სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწეოდა "შრომით რეზერვებში", თბილისის ცნობილ 35-ე საფეხბურთო სკოლაში, გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნატში; მუშაობდა სოხუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად; მიღწევები: დინამო თბილისი - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი - ვიცე-ჩემპიონი: 1951;  ბრინჯაოს პრიზიორი: 1947, 1950; ინდივიდუალური - საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში დასახელებულია შემდეგ ნომრად: №3: 1948, 1949, 1951, 1952; აფხაზი თავადების შთამომავალი, თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი.

წყარო: ქართული სპორტი: sport.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • 1957 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1952 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: