The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ყოჩიაშვილი

ნიკოლოზ ყოჩიაშვილი
დაბადების თარიღი:1918
გარდაცვ. თარიღი:1991  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი.

1933 წელს დაამთავრა წითელწყაროს გლეხთა ახალგაზრდობის სკოლა, ხოლო 1956 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი უმცროსი აგრონომის პროფილით.

მუშაობდა სოფელ ჯაფარიძის კოლმეურნეობაში რიგით კოლმეურნედ. 1942-1946წწ. იყო სოფელ ჯაფარიძის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე; 1946-1989წწ. ხელმძღვანელობდა სოფელ ჯაფარიძის კოლმეურნეობის გამგეობას. იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს V, VI და VII მოწვევის დეპუტატი, წითელწყაროს რაიონის საბჭოს დეპუტატი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 და 23-ე ყრილობის დელეგატი, საკავშირო კოლმეურნეთა III და IV ყრილობის დელეგატი. დაჯილდოებულია ოთხი ორდენითა და ათი მედლით. კოლმეურნე, აგრონომი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.360

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სოციალისტური შრომის გმირი

გააზიარე: