The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ალადაშვილი

ალექსანდრე ალადაშვილი
დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:1974  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა საბუღალტრო სასწავლებელი თბილისში.

1965 წელს მან პირველად გამოიტანა თავისი ნახატები საქართველოს სამხატვრო გალერეაში მოწყობილ თვითნასწავლ მხატვართა გამოფენაზე. ხშირად მონაწილეობდა თვითნასწავლ მხატვართა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. 1967 წელს ოქტომბრის რევოლუციის 50 წლისთავთან დაკავშირებით, თვითნასწავლ მხატვართა სრულიად საკავშირო გამოფენაზე ალექსანდრე ალადაშვილმა დაიმსახურა პირველი ხარისხის დიპლომი, ოქროს მედალი და გამოფენის ლაურეატის წოდება; 1970 წელს ვ.ი. ლენინის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პროფკავშირერების მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკური სახლის მიერ მოწყობილ სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ხალხურ ოსტატთა რესპუბლიკურ გამოფენა-კონკურსზე ჟიურიმ ალექსანდრე ალადაშვილი ფიროსმანის სახელობის პირველი პრემიითა და საპატიო სიგელით დააჯილდოვა. 1972 წელს თვითნასწავლ მხატვართა მოძრავ გამოფენებზე ბაქოსა და ერევანში მის ნამუშევრებს საპატიო სიგელები მიანიჭეს. ალექსანდრე ალადაშვილის გამოფენები ეწყობოდა პოლონეთში, გერმანიასა და ჩეხოსლოვაკიაში. მისი ბიოგრაფია ფიროსმანის ბიოგრაფიასთან ერთად შესულია ნაივური ხელოვნების წლის მსოფლიო ენციკლოპედიაში. ბუღალტერი (მთელი ცხოვრება მუშაობდა ბუღალტრად), თვითნასწავლი მხატვარი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.362


გააზიარე: