The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგი ოგანოვი

სერგი ოგანოვი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1921
გარდაცვ. თარიღი:18 ნოემბერი, 1941  (20 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დონის როსტოვი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა 26 კომისრის სახელობის თბილისის სამთო-მსროლელი საარტილერიო სასწავლებელი 1941 წელს.
დაიბადა მუშის ოჯახში; 1939 წლიდან წითელ არმიაშია; 1941 წელს მოქმედ არმიაში გაიგზავნა; იბრძოდა სამხრეთ ფრონტზე; 1941 წლის 18 ნოემბერს ოგანოვის ბატარეამ, რომელსაც როსტოვის ოლქის სოფელ ბოლშიე-სალის მისადგომებთან ეკავა პოზიცია, შეაჩერა ფაშისტთა ტანკების იერიში და მტრის 30 ტანკი მწყობრიდან გამოიყვანა; ის დაიღუპა 20 წლის ასაკში; მისი სახელობისაა ქუჩა დონის როსტოვში და ძეგლი დაღუპვის ადგილას. ლეიტენანტი (1941).

წყარო: ქვეყნის გმირები: warheroes.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საბჭოთა კავშირის გმირი (სიკვდილის შემდეგ)
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: