შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ყიფშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შინდისი, გორის მაზრა. დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი 1896 წელს და აახენის (გერმანია) პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1907 წელს. 1914 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამთო სამმართველოში, 1918 წლიდან იყო ამავე სამმართველოს უფროსი; 1930 წლიდან - ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის, ხოლო 1936 წლიდან საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მაღაროს ვენტილაციისა და ტრანსპორტის კათედრის გამგე; 1938-1940წწ. იყო ამავე ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის დეკანი; 1939-1959წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მაღაროს ვენტილაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის ფაკულტეტის კათედრის გამგე. მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში (1922), იყო ამ ფაკულტეტის მდივანი. ქართველი მეცნიერი სამთო დარგში, პროფესორი (1950). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.656 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |