The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ღენტორ რუხაძე

ღენტორ რუხაძე
Date of birth:1888
Date of death:2 January, 1938  (at 50 years)
Category:Public official, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი. ქ. ხონი.

დაწყებითი განათლება მიიღო ხონის სამასწავლებლო სემინარიასთან არსებულ ორკლასიაან სასწავლებელში; შემდეგ სახელმწიფო ხარჯზე სწავლა გააგრძელა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში.

1904-1905წწ. სემინარიის ბოლო კლასის მოსწავლე მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში, სემინარიის დირექტორის წინააღმდეგ მოწყობილი ბუნტის გამო დაითხოვეს სემინარიიდან, თუმცა მოგვიანებით გამოცდების ჩაბარების უფლება მისცეს და მიანიჭეს სახალხო მასწავლებლის წოდება; საცხოვრებლად გადავიდა ქ. სოხუმში, სადაც დაიწყო მასწავლებლობა და აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ საქმიანობაში; 1905 წლის ოქტომბერში ქ. სოხუმში ჩაეწერა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგებში და არაოფიციალურად გადადის სამეგრელოში, ადგილობრივი მასწავლებლებისგან აყალიბებეს წრეს, რომელშიც ეწევიან თვითგანვითარებას რევოლუციური ნაწარმოებების კითხვით; 1905-1907წწ. რევოლუციის დამარცხების შემდეგ გადაწვიტა სწავლის გაგრძელება; 1909 წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში; 1910 წელს რევოლუციური საქმიანობისთვის დააპატიმრეს და გარიცხეს უნივერსიტეტიდან რუსეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხვის უფლების გარეშე; 1911 წელს გაემგზავრა გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად; 1913 წელს დატოვა გერმანია და დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც კიევის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა; 1916 წელს უნივერსიტეტის სრული კურსის დამთავრების შემდეგ ჩარიცხეს ოფიცერთა კურსებზე, რომელიც მალე მიატოვა და გადავიდა ქ. ჩერკასკში, სადაც 1917 წლის რევოლუციამ მოუსწრო; 1919 წელს მიიღეს პარტიის რიგებში; 1919-1920წწ. იბრძოდა დენიკინის არმიის წინააღმდეგ, როგორც წითელი არმიის მე-12 დივიზიის პოლიტნაწილის უფროსი; 1920 წელს გაიგზავნა პიატიგორსკის მეთაურთა კურსებზე პოლიტიკურ მეცნიერებათა მასწავლებლად; 1921 წელს ბრუნდება საქართველოში და მუშობას იწყებს ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური განათლების განყოფილების უფროსად, შემდგომ ხელმძღანელობს თბილისის სახალხო განათლებას; 1928 წელს დროებით დაინიშნა ეროვნული სამხედრო პოლიტიკური სკოლის დირექტორად; 1926-1929წწ. რკინიგზის მუშათა ფაკულტეტის დეკანია; 1930-1933წწ. ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1933 წლის 10 იანვარს დაინიშნა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პირველ დირექტორად (რექტორად); 1933 წლის 16 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს მთავლიტად; 1937 წელს იყო რეპრესირებული, დახვრიტეს ქონების კონფისკაციით.

წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University / იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე.-ქუთაისი, 2013.-გვ.14-17; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge

Member of Organizations

  • თბილისის საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმი, წევრი
  • სკკპ(ბ), წევრი (1919-1937)

Share: