The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ მიხანაშვილი

ნუგზარ მიხანაშვილი
დაბადების თარიღი:2 მაისი, 1956
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1992  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი. 

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი 1979 წელს.

1979 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, იბრძოდა ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ განაგრძო სწავლა ასპირანტურაში, დაამთავრა წარჩინებით, დაიცვა დისერტაცია და მიიღო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. მუშაობდა ი. საბაშვილის სახელობის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, იყო ლაბორანტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. სპორტის ოსტატი ჭიდაობაში, თანრიგოსანი ჭადრაკსა და ცურვაში. 1988 წელს გააგზავნეს ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში მრჩევლად,  დაბრუნდა 1989 წელს. იყო ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იბრძოდა და დაიჭრა სამაჩაბლოში 1991 წელს. 1992 წელს იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. უფლებამოსილება შეუწყდა გარდაცვალების გამო. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის 3 ნოემბერს სოფელ შრომასთან გამართული ბრძოლის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.310;  საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.260; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.163

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1992)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდგომ)

გააზიარე: