შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს. 1989-1992წწ. მუშაობდა სსრკ შსს რეგიონალურ კრიმინოლოგიური პრობლემების საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტის მე-6 კავკასიის განყოფილების უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1992-1997წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის შსს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1997-1999წწ. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციული და სააღსრულებლო წარმოების ინსპექტორად; 1999-2000წწ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნი; 2000-2001წწ. წლებში მუშაობდა ადვოკატთა კავშირში, ადვოკატთა გაერთიანება "ვაკეში". 2002 წლიდან კითხულობდა ლექციებს ადმინისტრაციული სამართლის, სახელმწიფოსა და სამართლის თეორიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორად და ჰუმანიტარულ განყოფილებებზე; 2002-2003წწ. მუშაობდა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში სპეციალისტად და იმავე წლიდან იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტში მოწვეული სპეციალისტი; 2003-2005წწ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2005-2015წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლის თებერვლიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევმდე. მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |