The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური
დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:1975  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მირზაანი, დედოფლისწყაროს რაიონი.

1926 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სატყეო სპეციალობაზე; 1930 წელს დაამთავრა თბილისის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი.

1933 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სატყეო ტექნიკურ ინსტიტუტში ასისტენტად; მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქართველოს სატყეო მეურნეობის კომისარიატში ტყის მოვლის განხრით; 1935 წელს დაინიშნა გორის რაიონის მთავარ მეტყევედ, 1937 წელს კი გადაიყვანეს თბილისში, საქართველოს სატყეო მრეწველობის კომისარიატში. 1941 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. იბრძოდა ყირიმში, სევასტოპოლის დაცვის დროს მძიმედ დაიჭრა. 1942 წლის ბოლოს დაინიშნა საქართველოს სატყეო მრეწველობის კომისარიატის საკურორტო ტყეების სამმართველოს უფროსად, ხოლო 1946 წლიდან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ნაკრძალთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ სამეცნიერო-კვლევით დარგში. 1952-1962წწ. იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის  ტყის კულტურების სამმართველოს უფროსი, ხოლო 1961 წლიდან სატყეო კომიტეტის მთავარი მეტყევე, ტყით სარგებლობისა და ტყეთმოწყობის  სამმართველოს უფროსი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. მეტყევე.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.335

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კოლეგია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1963 - საქართველოს დამსახურებული მეტყევე

გააზიარე: