The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიპარიტ აგამირზიანი

ლიპარიტ აგამირზიანი
Date of birth:1916
Date of death:1980  (at 64 years)
Category:Engineer, Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1941 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაწვეული იქნა ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემიაში და 1942-1946წწ. იმსახურა სხვადასხვა ავიაკომპანიაში თვითმფრინავების ელექტრომოწყობილობის ინჟინრის თანამდებობაზე; 1945 წლიდან მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრის ასისტენტად; 1959 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული მექანიკის კათედრაზე. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებაა - რხევათა თეორია, ანკერული საძირკვლების მდგრადობის და გადაადგილების საკითხები. შრომათა დიდი ციკლი მიეძღვნა პლასტიკურობის თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. მის მიერ შემუშებულია რთულ გზაჯვარედინებზე ტრანსპორტის ნაკადის შუქნიშნებით რეგულირების ოპტიმალური რეჟიმის გათვლის დაზუსტებული მეთოდიკა. ავტორია თეორიული მექანიკის სრულის კურსის ლექციათა კონსპექტისა (ოთხ ნაწილად). ტექნიკურ მეციერებათა კანდიდატი (1948), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.178

Awards and Honors

  • 1969 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: