The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯიმშერ ანელი

ჯიმშერ ანელი
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1935
გარდაცვ. თარიღი:12 თებერვალი, 2022  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1958 წელს.

1958-1959წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი, ბირთვული რეაქტორი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1959-1961წწ. - ფიზიკო-კიბერნეტიკული განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1961 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ორგანული ნახევარგამტარების ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1961-1963წწ. - ორგანული ნახევარგამტარების ლაბორატორია, ინჟინერი; 1963-1966წწ. - საკავშირო მეცნიერებთა აკადემიის ელემენტორგანული ნაერთების ინსტიტუტი, სტრუქტურული ანალიზის ლაბორატორია, ასპირანტი; 1968-1973წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი, ბირთვული რეაქტორი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1974-1977წწ. - აკადემიის ზელინსკის სახელობის ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, ზემაღალი წნევების ქიმიის ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1978წწ. - აკადემიის ცენტრალური საკონსტრუქტორო ბიურო, ზუსტი ხელსაწყოების პროექტირების განყოფილება, პირველი კატეგორიის კონსტრუქტორი; 1978-1979წწ. - სამედიცინო პოლიმერების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ფიზიკური კვლევის ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1980-1992წწ. - ენერგეტიკის ინსტიტუტი, პოლიმერული მასალების ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006წწ. - მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი, მანქანათა ნაწილების განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006 წლიდან სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი, მანქანათმშენებლობის პრობლემათა განყოფილება, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემატიკაა ელექტროგამტარი და მაგნიტური პოლიმერული კომპოზიციური მასალების ტექნოლოგია; ფართო დიაპაზონის დეფორმაციების მზომი ტენზოელემენტებისა და სხვა ფიზიკური ფაქტორების მიმართ მაღალმგრძნობიარე მასალების შემუშავება. სამეცნიერო თემასთან დაკავშირებით მუშაობს პოლიმერულ კომპოზიტებზე, რომლებიც გამოირჩევა მაღალი მექანიკური სიმტკიცით, განსაკუთრებით თერმული დარტყმების პირობებში. ასევე, მუშაობს პოლიმერული მასალების შემუშავებაზე რადარებისათვის უხილავი ობიექტების დასაფარავად. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.181; სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი: imm.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: