Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ ბადაგაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1955 წელს; ასპირანტურა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში - 1958 წელს. 1958 წლიდან ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1961-1968წწ. - სწავლული მდივანი; 1968-1971წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1971-1982წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის გამოთვლითი მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრას; 1982 წლიდან იყო ამ კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა სასრულსხვაობიანი ალგორითმების აგება და კვლევა. კერძოდ, შეისწავლიდა მეორე რიგის ელიფსური ტიპის დიფერენციალური განტოლებების რიცხვით ამოხსნებს; ასეთი ტიპის განტოლებების აპროქსიმაციას; აგებდა ამ განტოლებებისათვის სხვაობიან სქემებს; აზუსტებდა განშტოებადი შემთხვევითი პროცესების ზოგიერთ თეორემას; განსაზღვრავდა და იკვლევდა რიტცის კანონიკური განტოლებებიდან მწკრივის კორექტირების კოეფიციენტებს; ვ. ფადეევის მეთოდის გამოყენებით განიხილა დირიხლეს ამოცანა პუასონის მრავალგანზომილებიანი განტოლებისათვის; იგი შეისწავიდა ზოგიერთ ვარიაციულ ამოცანას. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1964), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.182-183 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |