შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ბათიაშვილი![]()
ბიოგრაფია1960 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე. მისი მეცნიერული შემოქმედებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ძნელად დასამუშავებელი მასალების დაბალტემპერატურული პრეციზიული (ზუსტი) ხეხვის მეთოდი (დაპანტენტებულია აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეციაში, ჩეხოსლოვაკიაში). ამის საფუძველზე შეიქმნა მაღალეფექტური დაზგები, რომლებიც დაინერგა მრავალი ქვეყის წარმოებაში (ლიცენზიები გაიყიდა იაპონიაში, საფრანგეთში, კუბაზე). მისი სამეცნიერო ნაშრომები სხვადასხვა ქვეყანაში დაჯილდოებულია ოქროსა და ვერცხლის მედლებით. მრავალი გამოგონების ავტორი, სამი ევროპატენტის მფლობელი. ინჟინერ-მექანიკოსი, პროფესორი (1992). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.183 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |