The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალიკო ფავლენიშვილი

შალიკო ფავლენიშვილი
ოფიციალური სახელი:შალვა ფავლენიშვილი
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1896
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 1922  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი (პეტერბურგი) 1915 წელს, რის შემდეგაც ჩაირიცხა ნოვოგეორგიევსკის ციხესიმაგრის საარტილერიო ნაწილში.

დაიბადა თავად ლუარსაბ ფავლენიშვილისა და სოფიო ჯაჯანაშვილის ოჯახში. 1918-1921წწ. წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში როტმისტრის წოდებით; გასაბჭოების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული პროვინციებში ანტისაბჭოთა პარტიზანული რაზმების ორგანიზებაში; ითვლებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანაშემწედ; 1922 წელს მისი რაზმი მოქმედებდა სიღნაღისა და თელავის მაზრების, შემდეგ დუშეთის მაზრის ტერიტორიაზე; იმავე წლის 20 ნოემბერს ბოლშევიკურმა ჩეკამ მიაგნო ფავლენიშვილის ადგილსამყოფელს თბილისში, გუდაუთის შესახვევში მდებარე სახლში. მის დასაპატიმრებლად მისულ აგენტებს ფავლენიშვილმა დანებებაზე უარი განუცხადა და ის სროლის დროს მოკლეს; უპოვეს ჩოლოყაშვილის წერილები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ "ბანდიტიზმის" სამხილების სახით ოფიციალურ პრესაში გამოაქვეყნა. ქართველი ოფიცერი, აღმოსავლეთ საქართველოში ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის აქტიური მონაწილე.


გააზიარე: