The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ მჟავია

თემურ მჟავია
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ მჟავია
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კონჭკათი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის სახელმწიდო პედაგოგიური  ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს. 

1975-1979წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1980-1992წწ. სამეურნეო საქმიანობას, სხვადასხვა პერიდში იყო: ქარხანა "სოხუმხელსაწყოს" კლუბის გამგე, კადრების განყოფილების მუშაკი, სამეურნეო განყოფილების გამგე, კინდღის სასათბურე მეურნეობა-კომბინატის კადრების განყოფილების უფროსი ინსპექტორი, სოხუმის ელექტრონული ტექნიკის ქარხნის მეურნეობის გამგე. წმიდა ილია მართლის საზოგადოების ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 1991 წლიდან; 2004-2009წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (2013).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.263

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, თავმჯდომარე (2004-2009)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ჰუმანიტარულ სოციალურ საკითხთა კომისია, წევრი (1990-1991)

გააზიარე: