Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლავრენტი ხუნტუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჯუმითი, ჩხორუწყუს რაიონი. ლავრენტი ხუნტუა იყო წულუკიძის (ახლანდელი ხონი) რაიონის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. ბრალად დაედო, რომ 1927-1930წწ. სტუდენტობის დროს შედიოდა კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ ორგანიზაციაში, რომლის საქმიანობაშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას, ავრცელებდა კონტრრევოლუციურ ფურცლებს. 1936 წლიდან იყო რა წულუკიძის რაიონის ჩაის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი, დაპატიმრების დღემდე ეწეოდა კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ, მავნებლურ-დივერსიულ საქმიანობას (მშენებლობის ჩაშლა და ნარგავების გახმობა) და დასცინოდა სტახანოველებს. ბრალი წაუყენეს შემდეგი მუხლებით: 58-7 (მავნებლური საქმიანობა) და 58-10 (პროპაგანდა-აგიტაცია). იყო კომკავშირის წევრი 1924 წლიდან; 1937 წელს, დაპატიმრების შემდეგ გაირიცხა. დააპატიმრეს 1937 წლის 2 მარტს. "სამეულის" სხდომა ქობულოვის, ტალახაძის და წერეთლის მონაწილეობით ჩატარდა 1938 წლის 24 იანვარს, მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. აგრონომი.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |