შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პროკოფი ჩიგოგიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალშენი, ჩოხატაურის რაიონი. პროკოფი ჩიგოგიძემ ბიძის, მაქსიმე იესეს ძე ჩიგოგიძის დახმარებით მიიღო სასულიერო განათლება. 1905-1909წწ. იყო საქართველოს სოციალ დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი. 1908 წელს ღვთისმსახურება დაიწყო ბათუმის სამხედრო ტაძარში, ხოლო 1923 წლიდან - დახვრეტამდე იყო ბათუმის სოუქსოს სასაფლაოს ეკლესიის მღვდელი, ცხოვრობდა იქვე. იგი წირვა-ლოცვას ქართულად, რუსულად და ბერძნულად ატარებდა იმის მიხედვით, რომელი ეროვნების მრევლი იყო ეკლესიაში. საკუთარ შვილებს და მეზობლის ბავშვებს ასწავლიდა ისტორიას, ეწეოდა ქველმოქმედებას და ეხმარებოდა გაჭირვებულებს. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ქალაქში, მას კომუნისტი პარტიული ფუნქციონერებიც პატივს სცემდნენ და ფარულად ანათლინებდნენ ბავშვებს. 1923 ("სამეულის" სხდომის ოქმის თანახმად) ან 1924 წელს (შვილის გადმოცემით) პროკოფი ჩიგოგიძე პირველად დააპატიმრეს. პატიმრობაში გაცივდა, შუა ყურის ჩირქოვანი ანთება დაემართა და სმენა დაკარგა. 1937 წელს დააკავეს და დახვრიტეს მისი ორი ძმა, ყოფილი სამხედროები, პარმენ და ერმალო ჩიგოგიძეები. პროკოფი ჩიგოგიძე მეორედ დააპატიმრეს 1937 წლის 7 დეკემბერს. მას ბრალი დაედო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 (პროპაგანდა და აგიტაცია) და 58-11 (ორგანიზაციული კონტრრევოლუციური მოქმედება) მუხლებით. ბრალდების ტექსტში ეწერა, რომ პროკოფი ჩიგოგიძე იყო მტრულად განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების და პარტიის მიმართ და თავის ეკლესიაში ჩამოაყალიბა ფაშისტური ჯგუფი კულაკებისგან, რომელთა მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა. "სამეულის" სხდომა, გოგლიძის, ტალახაძისა და მოროზოვის მონაწილეობით ჩატარდა 1937 წლის 16 დეკემბერს. 22 დეკემბერს პროკოფი ჩიგოგიძე დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1955 წელს. მღვდელი.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |