შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ბერაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაზიანი, ჩოხატაურის რაიონი. პირველადი განათლება მიიღო ბათუმში. 1926-1931წწ. სწავლობდა ტიმირიაზევის სახელობის მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. ამავე პერიოდში ვლადიმერ ბერაძე იყო ოზურგეთში ახლადგახსნილი ჩაის მეურნეობის სასწავლო ინსტიტუტის დირექტორიც. შემდეგ მუშაობდა თბილისში, იყო საზოგადოება "საქართველოს ჩაის" დირექტორის მოადგილე საწარმოო დარგში. 1934 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ჰოლანდიასა და ინგლისში. არანაკლებ წარმატებული იყო ვლადიმერ ბერაძის მოღვაწეობა ლიტერატურის დარგებში: ჟურნალისტიკის, დრამატურგიის, სატირის, იუმორის, პოლიტიკური ფელეტონების ჟანრში. მისი დრამატიული ნაწარმოები - "ხოჭოების დოღი" წარმატებით იდგმებოდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე. როგორც სატირისა და პოლიტიკური ფელეტონების ჟანრის მწერალმა, ვლადიმერ ბერაძემ ფსევდონიმად აირჩია "ხოზიკა" (ბუჩქისმაგვარი მცენარის ეკლიანი ნაყოფი). ვლადიმერ ბერაძე დააპატიმრეს 1938 წლის 6 აპრილს. შინსახკომის განსაკუთრებული "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1938 წლის 21 ივნისს, რომელზეც ვლადიმერ ბერაძეს ბრალად დასდეს, რომ იყო მემარჯვენე კონტრევოლუციური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ეწეოდა კონტრევოლუციურ ძირგამომთხრელ საქმიანობას, იბირებდა სხვებსაც, რომ უშუალო მონაწილეობას იღებდა საქართველოს კპ(ბ)-ს ცენტრალური კომიტეტის მდივნის, ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტში. ვლადიმერ ბერაძეს მიუსაჯეს დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1938 წლის 22 ივნისს. 1956 წლის 17 ივლისს, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტრიბუნალის დადგენილებით, ვლადიმერ ბერაძე რეაბილიტირებულ იქნა.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |