The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ სალუქვაძე

ვასილ სალუქვაძე
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:30 სექტემბერი, 1937  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

ინჟინერი ვასილ კონსტანტინეს ძე სალუქვაძე იყო ყოფილი ჩელუსკინელების (ახლანდელი თამარის ხიდი) ერთ-ერთი მშენებელი და თბილისის წყალმომარაგების სისტემის ინჟინერ-დამგეგმარებელი. დაპატიმრების დროს იყო ენგურმშენის ტრესტის დირექტორი. მას ბრალად ედებოდა დივერსიების მოწყობა. დააპატიმრეს 1837 წლის 19 სექტემბერს, "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 29 სექტემბერს, დახვრიტეს 1937 წლის 30 სექტემბერს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 18 ივლისის 1957 წლის განჩინებით, 29 სექტემბრის 1937 წლის განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ვასილ სალუქვაძის დას აცნობეს, რომ ვ. კ. სალუქვაძე გარდაიცვალა 1938 წლის 25 ოქტომბერს (სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1957 წლის 3 ოქტომბრის 218799/57 შეტყობინება).
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com

გააზიარე: