The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ქებაძე

ალექსანდრე ქებაძე
Date of birth:1891
Date of death:29 June, 1937  (at 46 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.
ალექსანდრე ქებაძე იყო კასპის ცემენტის ქარხნის დირექტორი. დაპატიმრების დროს ბრალად ედებოდა, რომ ეწეოდა
კონტრრევოლუციური-ტროცკისტულ საქმიანობას. სასამართლო სხდომაზე მან "ბრალი" აღიარა და თავისი ჩვენებები სრულად დაადასტურა. წინასწარი გამოძიების მსვლელობისას ალექსანდრე ქებაძემ მისცა ჩვენება, რომ კონტრრევოლუციურ- ტროცკისტულ ორგანიზაციაში იგი ჩაითრია ბუდუ მდივანმა 1934 წელს, ქ. მოსკოვში მათი ერთობლივი სამსახურეობრივი მივლინების დროს. მან ბუდუ მდივანისგან გაიგო საქართველოში კონტრრევოლუციური-ტროცკისტული ორგანიზაციის და მისი ცენტრის არსებობის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მალაქია ტოროშელიძე, შალვა ლორთქიფანიძე, ბესარიონ კვირკველია, პაპულია ორჯონიკიძე და ნიკო კიკნაძე. ქებაძემ მისცა ჩვენება, რომ ბუდუ მდივნის დავალებით მავნებლური საქმიანობის განსახორციელებლად იგი დაუკავშირდა "კავშირცემენტის" მმართველ ლუკაშინს და ცემენტის ქარხანაში ახორციელებდა მავნებლურ საქმიანობას. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. დახვრიტეს 1937 წლის 29 ივნისს.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com

Share: