The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერმანე მათითაიშვილი

გერმანე მათითაიშვილი
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:29 ივნისი, 1937  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

გერმანე მათითაიშვილი დაპატიმრებამდე მუშაობდა საქკონსერვტრესტის დირექტორად. ბრალად დაედო, რომ იგი ემხრობა ტროცკიზმს და ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას. დაკითხვაზე აღიარა, რომ 1934 წელს საკონსერვო მრეწველობის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის დავალებით 1934 წლიდან ეწეოდა მავნებლობას საქკონსერვტრესტში, რის შედეგადაც სახელმწიფოს მოუტანა ჯამში 12 000 000 მანეთის ოდენობის ზარალი. სასამართლო სხდომაზე თავი დამნაშავედ ცნო, დაადასტურა წინასწარი გამოძიებისას მის მიერ მიცემული ჩვენებები. დააპატიმრეს 1936 წლის 7 ნოემბერს. 1937 წლის 9 ივლისს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიაზე გერმანე მათითაიშვილს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.geel.ge


გააზიარე: