The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე ვაშაკიძე

ეკატერინე ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1892
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 1938  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ეკატერინე ვაშაკიძე იყო კავკასიის სატრანსპორტო პროექტის არქიტექტორი. ბრალად ედებოდა, რომ იყო უცხო ქვეყნის აგენტი, წლების განმავლობაში ეწეოდა სადაზვერვო-ჯაშუშურ საქმიანობას და უცხოეთის დაზვერვის რეზიდენტ გრინევსკის ამარაგებდა ჯაშუშური ხასიათის ცნობებით, საბჭოთა საქართველოში მიმდინარე მშენებლობების შესახებ. აგროვებდა სამხედრო მნიშვნელობის ინფორმაციას. დააპატიმრეს 1937 წლის 16 დეკემბერს, "სამეულის" სხდომა გაიმართა 1938 წლის 3 მარტს, მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge

გააზიარე: