The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა ბიწაძე

ლამარა ბიწაძე
დაბადების თარიღი:1947
გარდაცვ. თარიღი:23 სექტემბერი, 2022  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თვალუეთი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1970 წელს; 1970-1973წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ასპირანტი.

1974-1084წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-2007წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2007-2011წწ. - მკვლევარი; 2012 წლიდან - მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო კვლევის მიზანი: შესწავლილ იქნას დრეკადობის თეორიის, თერმოდრეკადობის და მდგრადი რხევის დიფერენციალურ განტოლებათა საკმარისად ფართო კლასისათვის დასმული სასაზღვრო და სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანების კორექტულობის, ამონახსნთა სიგლუვისა და ასიმპტოტური ყოფაქცევის საკითხები. კერძოდ, მყარი დეფორმადი სხეულის მექანიკის საკითხები. ნაშრომთა მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება დრეკადი სხეულისათვის სტატიკის, თერმოდრეკადობის და მდგრადი რხევის სასაზღვრო და სასაზღვრო-საკონტაქტო ამოცანების ეფექტურად ამოხსნას. შესწავლილია ამ ამოცანების არსებობისა და ერთადერთობის საკითხები. ამოცანები ამოხსნილია სხვადასხვა სტრუქტურის მქონე სხეულებისათვის, კერძოდ, იზოტროპული, ტრანსვერსალურად იზოტროპული, ბინარული ნარევისა და ორგვარი ფოროვნობის მქონე სხეულებისათვის, თერმოდრეკადობის ამოცანები მიკროტემპერატურის გათავლისწინებით. ამოცანები ამოხსნილია კონკრეტული ფორმის არეებისათვის, კერძოდ: ნახევარსიბრტყისათვის, ნახევარსივრცისათვის, წრის, წრის გარე არის, წრიული რგოლის, უსასრულო ზოლის, უსასრულო ფენის, ბირთვისა და სივრცისათვის სფერული ღრუთი, სფერული რგოლისათვის. ამონახსნები წარმოდგენილია კვადრატურების ან აბსოლუტურად და თანაბრად კრებადი მწკრივებით. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.191; facebook.com


გააზიარე: