შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ბოგველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1973 წელს, ხოლო სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1979 წელს; 1979-1981წწ. სწავლობდა მოსკოვის ნ. ე. ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის ასპირანტურაში. 1983-1989წწ. - საქართველოს შსს ავტომობილების საგზაო მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სექტორის და ლაბორატორიის უფროსი; 1989-1992წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამხედრო კათედრის დოცენტი; 1993-1996წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო თავდაცვის კათედრის გამგე; 2008-2011წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო მოწყობილობების ექსპლუატაციის მიმართულების ხელმძღვანელი; 2011-2012წწ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის საკითხებია: საგზაო მოძრაობის ორგანიზაცია და უსაფრთხოება; ავტომობილების კონსტრუქციული უსაფრთხოების სისტემები და მოწყობილობები; ლოჯისტიკის საკითხები და საბაჟო საქმე ტრანსპორტზე; მრავალღერძიანი, სპეცდანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუირება. ავტომოტოსატრანსპორტო მომსახურეობის სერტიფიკაციის ექსპერტი და კომპიუტერული ინჟინერიის ექსპერტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის პროფესორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.191-192 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |