Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ კოჭლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ფეხბურთელობისას თამაშობდა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს პირველობის მეორე ლიგის სხვადასხვა გუნდებში. მწვრთნელობა ბავშვთა ფეხბურთში დაიწყო, შემდეგ მუშაობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის არაერთ გუნდში, გორის "დილაში", ბოლნისის "სიონში", თბილისის "მრეტებში", ხაშურის "ივერიაში", "ზესტაფონში", "თსუ"-ში; 2000 წელს მივიდა "ვიტ ჯორჯიაში"; ოთხი წლის შემდეგ სწორედ მისი ხელმძღვანელობით "ვიტ ჯორჯია" პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი; 2005-2006წწ. სეზონში წვრთნიდა ზესტაფონის გუნდს; "ვიტ ჯორჯიაში" 2006 წელს დაბრუნდა და მუშაობდა მეორე გუნდში; შემდეგი სეზონი ძირითად გუნდთან გაატარა, რის შემდეგაც კლუბი დატოვა; 2012-2013წწ. სეზონი მისი "ვიტ ჯორჯიაში" მოღვაწეობის ბოლო პერიოდი იყო. წყარო: int.soccerway.com; transfermarkt.co.uk; fczestafoni.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |