შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიშა არობელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 2007 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ მალევე შეიცვალა მიმართულება და განაგრძო სწავლა ვაკის თეატრალურ დასში სამსახიობო სარეჟისორო ფაკულტეტზე. მისი პირველი როლი გახლდათ სპექტაკლ "ასტორიაში". 2009 წელს დატოვა თეატრი და განაგრძო სწავლა ტელე-რადიო უნივერსიტეტში, რომელიც ასევე დატოვა. შემდეგ დაიწყო მისი კინო კარიერა; 2010 წლის ნოემბერში თამაშობდა საბჭოთა ჯარისკაცს "დავიწყებულ მეფე"-ში და ასევე იყო სცენის მხატვრის თანაშემწე; ამის შემდეგ მან ითამაშა სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" რამდენიმე ეპიზოდური როლი; 2011 წელს მუშაობდა სტენდში/დუბლებში ამერიკულ ფილმში "247 გრადუსი ფარენჰაიტით", როგორც იანის დუბლიორი; 2011 წელს მან ითამაშა მუსიკალურ კლიპში "ქართული ოცნება"; გადაღებული აქვს ფილმები: "რამდენიმე საათი ლონდონში" (მოკლემეტრაჟიანი) - იდეის ავტორი, რეჟისორი (2014); შემდგომ მიატოვა მსახიობური საქმიანობა და ხელი მიჰყო ფოტო ხელოვნებას. იმოგზაურა რამდენიმე ქვეყანაში, ყველაზე დიდი გავლენა მასზე მოახდინა მოგზაურობამ არგენტინაში; თავის ფოტოებში ასახავს ყოველდღიურ ცხოვრებას, პანორამებს და პორტრეტებს. მოგზაურობა დაიწყო 2012 წელს თურქეთის მიმართულებით თუმცა ის მალევე დაბრუნდა საქართველოში; გარდამტეხი მომდევნო წელი გამოდგა, როდესაც მას დიდ ბრიტანეთში წასვლის საშუალება მიეცა რასაც შემდგომ მოჰყვა ევროპის სხვა მრავალ ქვეყნაში მოგზაურობა; 2015-2016წწ. განაგრძო მოგზაურობა სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ ბრაზილიაში, არგენტინაში და პარაგვაიში, სადაც 5000 კილომეტრზე მეტი გაიარა ავტოსტოპით და შექმნა პირველი ფოტო პროექტი სახელწოდებით "გზა არის სახლი"; ის ასევე არის პირველი ადამიანი რომელმაც დააფუძნა ფოტო სტუდია გურიის რეგიონში (Misha Arobelidze Studio). წყარო: imdb.com; timenews.ge; listal.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |