შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან ბუქსიანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით 1971 წელს. 1971-1977წწ. - ქ. ტყიბულის სახალხო განათლების სისტემა, მათემატიკის მასწავლებელი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტყიბულის ფაკულტეტი, ინდუსტრიული ტექნიკუმი; 1977-1978წწ. - ქ. თბილისის I საშუალო სკოლა, მასწავლებელი; 1978-1994წწ. - საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის 63-ე კათედრა, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1994-2000წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის №104 კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2005წწ. - მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2006წწ. - მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის პროფესორი; 2006-2009წწ. - საინჟინრო მექანიკის დეპარტამენის ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო მექანიკისა და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის დეპარტამენტი, პროფესორი. ამირან ბუქსიანიძის სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს ცვლადკოეფიციენტებიანი წრფივი დიფერენციალური განტოლებების სისტემისათვის მატრიცანტის აგების რიცხვითი ალგორითმის დამუშავება; ფაქტორიზაციის მეთოდის საფუძველზე განაწილებულად და ლოკალურად დატვირთული წრფივი სისტემების ზოგადი და კერძო ამოხსნის აგების ალგორითმის მიღება; ლაპლასის გარდაქმნის რიცხვითი შებრუნებისა და არასტაციონარული ტემპერატურული ველების გაანგარიშებისათვის პროგრამების დამუშავება; ცვლადპარამეტრიანი ღეროების გაანგარიშება სტატიკურ და დინამიკურ დატვირთვებზე; ღეროების საკუთარი რხევების სიხშირეებისა და კრიტიკული ძალის, ბრუნვითი გარსების სტატიკის ამოცანები; გარსებისა და ფირფიტების თერმოდრეკადობისა და თბოგამტარობის ამოცანები. შექმნილია რიცხვით-ანალიზური ალგორითმები მატრიცანტებისა და ფაქტორიზაციის მეთოდების საფუძველზე სამშენებლო მექანიკის სასაზღვრო ამოცანის ზოგადი ამოხსნის მისაღებად. სასაზღვრო ფენის მეთოდით მიღებულია ეფექტური შედეგები თერმოდრეკადობის ბრტყელი ამოცანების ამოსახსნელად. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.193-194; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: construction.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |