The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან მახარაძე

ვალერიან მახარაძე
Date of birth:1904
Date of death:1937  (at 33 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი.

ვალერიან მახარაძე იყო ტყიბულის ლენინის სახელობის მაღაროს ინჟინერი. პირველად დააპატიმრეს 1923 წელს  კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის (იყო აქტიური მენშევიკი), მეორედ 1937 წელს. "სამეულის" სხდომა გაიმართა 1937 წლის 3 დეკემბერს; ბრალად ედებოდა, რომ ირიცხებოდა კონტრრევოლუციურ, ტროცკისტულ-ტერორისტულ და დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციაში, რომლის დავალებითაც ატარებდა ძირგამომთხრელ საქმიანობას ტყიბულტრესტის მაღაროებში. 1937 წლის აპრილში ჭანიშვილთან ერთად ლენინის სახელობის მაღაროში გააჩინა ხანძარი, ხელს უშლიდა ხანძრის ლოკალიზაციას, რის შედეგადაც მაღარო ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. რეაბილიტირებულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 6 იანვრის № 8/4 გადაწყვეტილებით.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com


Share: