The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პერჭ პროშიანი

პერჭ პროშიანი
ოფიციალური სახელი:ჰოვანეს ტერ-არაქელიანი
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1837
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1907  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სომხური პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აშტარაკი, სომხეთი.

წერა-კითხვა ისწავლა ერთ-ერთ მონასტერში, შემდეგ გადაიყვანეს თბილისის ნერსესიანის სასულიერო სემინარიაში; სემინარიის დამთავრების შემდეგ აირჩია პედაგოგიური დარგი; 1860 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; თბილისის სომხური თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1863); ავტორია პიესისა "აღასი" (1863), რომანებისა: "სოს და ვარდითერი" (1860), ისტორიული რომანებისა: "განხეთქილების ვაშლი" (1878), "შაენი" (1883) და სხვა; სომეხი მწერალი და პედაგოგი, პროზაიკოსი, რომანისტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8. - თბ. 1984, - გვ. 220


გააზიარე: