The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა ტყებუჩავა

გოჩა ტყებუჩავა
Date of birth:24 November, 1963  (60 years)
Category:Sports Coach, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

პროფესიონალური დებიუტი შედგა 1982 წელს, საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში; საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში ჩატარებული რამდენიმე თამაშის შემდეგ გადავიდა თბილისის "დინამოში", ჩაატარა მხოლოდ ერთი მატჩი სარეზერვო გუნდში და გადავიდა მოსკოვის "დინამოში"; 1983 წლის სეზონში ასევე ითამაშა მოსკოვის "დინამოში", 1984 წელს კი გადავიდა გურიაში. 3 წლის მანძლზე  ჩაატარა 132 მატჩი და გაიტანა 16 გოლი; 1986 წელს იგი დაეხმარა გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში, მაგრამ შემდეგ სეზონში ბოლო ადგილის დაკავების გამო გუნდი ისევ პირველ ლიგაში დაბრუნდა, რის გამოც მან დატოვა გურია; 1988 წელს ჩაირიცხა თბილისის "დინამოში", მაგრამ ზაფხულში ისევ გურიაში დაბრუნდა, სადაც ითამაშა 4 სეზონი, ჩაატარა 98 მატჩი და მიითვალა 4 გოლი; 1991-1992წწ. თამაშობდა "იბერიაში"; 1992-1993 წწ. ფინურ "ილვესში"; 1993–1994წწ. ირიცხებოდა თბილისის დინამოში, ხოლო 1994 წელს გადავიდა ისრაელში, სადაც ითამაშა კარიერის დასასრულამდე (2000); მისი ერთადერთი მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 1994 წლის 26 ივნისს ლატვიის წინააღმდეგ; ფეხბურთელის პროფესიონალური კარიერის შემდეგ ხელი მიჰყო მწვრთნელობას; 2001 წელს წვრთნიდა თბილისის "დინამოს", 2004–2005წწ. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს; 2012 წელს ზუგდიდის "ბაიას"; 2014 წლის მაისიდან თავკაცობს საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებს; ტაშკენტის ფახთაქოროს მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის ასისტენტი, ფეხბურთელი და მწვრთნელი.

წყარო: national-football-teams.comtransfermarkt.co.ukint.soccerway.com


Share: