The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახაბერ ზარნაძე

კახაბერ ზარნაძე
Date of birth:23 November, 1966
Date of death:28 July, 2007  (at 40 years)
Category:Explorer, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ხატვა-ხაზვის სპეციალობით 1986 წელს; იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხის ლითონის და სხვა მასალათა მხატვრული დამუშავების ფაკულტეტზე; დაამთავრა აკადემია 1994 წელს და მიენიჭა თავისუფალი მხატვრის წოდება. 

1987-1989წწ. იმყოფებოდა ჯარში; 1991 წლიდან სწავლას აგრძელებს ფერწერის სპეციალობაზე; 1984 წლიდან ორგანიზებული იყო კახაბერ ზარნაძის ათზე მეტი გამოფენა-გაყიდვა როგორც საგამოფენო დარბაზებში, ასევე თბილისის ისტორიულ მუზეუმში; 1993 წელს ჩამოაყალიბა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "ხრიდოლი"; 1997 წელს ჩამოაყალიბა ქართული საბრძოლო ხელოვნების კვლევითი ცენტრი "ჯგირაგი"; 2000 წლიდან, როგორც მესაჭურვლე მჭედელი ასევე არაერთ გამოფენაში იღებს მონაწილეობას; კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხელშეწყობით, კახაბერ ზარნაძემ გამართა საიარაღო სამჭედლო, რომელსაც "ზანი" უწოდა და დაიწყო მივიწყებული ქართული საჭურვლის ტექნოლოგიებისა თუ ტრადიციების აღდგენა; იარაღის დამღად შეარჩია ძველი ქართული თბილისელი მესაჭურვლე ოსტატების სიმბოლო ლომი; აღადგინა ქართული ცივი იარაღის სამჭედლო საქმე; ინტენსიურად მუშაობდა ქართულ და კავკასიურ ცივ იარაღზე, აგროვებდა ძველ ნიმუშებსა და ფოტოფირებს, რამდენიმე ათასი ეგზემპლარის შეგროვების შემდეგ გეგმავდა ქართული ცივი იარაღის (დანა, ხანჯალი, ხმალი) კატალოგის გამოცემას თავისი ანოტაციებით და კვლევით; თუმცა მისი უეცარი გარდაცვალების გამო ზემოთხსნებული იდეები განუხორციელებელი დარჩა; მისი ნამუშევრები, დანები, ხანჯლები თუ ხმლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კოლექციებშია დაცული; მის მიერ ოგანიზებულია ოცზე მეტი ექსპედიცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და მან აღმოაჩინა რამდენიმე ათეული ისტორიულად მეტად მნიშვნელოვანი საბრძოლო–საწვრთნელი სისტემა და მასთან დაკავშირებული რიტუალები; 1995 წელს მის მიერ მოძიებული მასალები მოიწონა UNESCO-მ და აღიარა მსოფლიოში უნიკალურად; კახაბერ ზარნაძე საქსონიის პრინცმა აღიარა ცივი იარაღის უბადლო ოსტატად და დააჯილდოვა ჰერცოგის დიპლომით; მხატვარი, რესტავრატორი, ქართული ნაციონალური სპორტის და საბრძოლო სახეობების მკვლევარი და აღმდგენი, მესაჭურვლე (მჭედელი-მეიარაღე).

წყარო: საქართველოს თანამედროვე მხატვარ მეიარაღეთა ინტერნეტ საიტი: georgians-weapons.com; საინფორმაციო პორტალი: intermedia.ge


Share: