The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონდო გვაზავა

ჯონდო გვაზავა
დაბადების თარიღი:1939
გარდაცვ. თარიღი:2013  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1962 წელს; 1962-1965წწ. სწავლობდა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

1965-1969წწ. - ციმბირის განყოფილების მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ამასთანავე - ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენატი; 1973-2013წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1992წწ. - აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1991-2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემა: შერეული ტიპის ზოგიერთი კლასის არაწრფივი განტოლებები; შერეული, ელიფსური და ჰიპერბოლური ტიპის არაწრფივი დიფერენციალური განტოლებების ზოგიერთი კლასი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1991).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.201-202

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: