შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ მურვანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ტვერის (რსფსრ) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1972 წელს; ტვერის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; თბილისის სამხატვრო აკადემიასთან არსებული სტუდია; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურა ნეიროქირურგის სპეციალობით 1984 წელს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კათედრის ექიმი; საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), არჩეული პარტიათა საკოორდინაციო საბჭოდან; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "კონსტიტუციონალურ–დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი (1995). ორი გამოგონებისა და 67 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ბიოენერგეტიკასა და ონკოლოგიაში; 300-ზე მეტი სტატიის ავტორი შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში; მონაწილეობას ღებულობდა სამხატვრო გამოფენებში საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში; მისი ნამუშევრები ინახება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში; დაარსა ახალგაზრდული კლუბები ტვერში, მოსკოვში, თბილისში; წერდა სცენარებს, მოთხრობებს, ლექსებს, მუსიკას. ატლანტის საპატიო მოქალაქე (აშშ), ავტორი და წამყვანი სატელევიზიო პროგრამისა "რატომ? Why?"; 1999-2005წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მოსახლეობასთან ურთიერთობის საკითხებში. საქართველოში სადეკრეტო დროის და პურის ბარათების ავტორი, ექიმი-ნეიროქირურგი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 265 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |