The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ მურვანიძე

ზურაბ მურვანიძე
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1947
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 2011  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ექიმი, მხატვარი, პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, სოციოლოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ტვერის (რსფსრ) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1972 წელს; ტვერის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; თბილისის სამხატვრო აკადემიასთან არსებული სტუდია; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურა ნეიროქირურგის სპეციალობით 1984 წელს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კათედრის ექიმი; საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), არჩეული პარტიათა საკოორდინაციო საბჭოდან; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "კონსტიტუციონალურ–დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი (1995). ორი გამოგონებისა და 67 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ბიოენერგეტიკასა და ონკოლოგიაში; 300-ზე მეტი სტატიის ავტორი შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში; მონაწილეობას ღებულობდა სამხატვრო გამოფენებში საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში; მისი ნამუშევრები ინახება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში; დაარსა ახალგაზრდული კლუბები ტვერში, მოსკოვში, თბილისში; წერდა სცენარებს, მოთხრობებს, ლექსებს, მუსიკას. ატლანტის საპატიო მოქალაქე (აშშ), ავტორი და წამყვანი სატელევიზიო პროგრამისა "რატომ? Why?"; 1999-2005წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მოსახლეობასთან ურთიერთობის საკითხებში. საქართველოში სადეკრეტო დროის და პურის ბარათების ავტორი, ექიმი-ნეიროქირურგი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 265

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დახმარების საერთაშორისო ფონდი, პრეზიდენტი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო ეთიკისა და პრივილეგიების კომისია, თავმჯდომარის მოადგილე (1992-1995)

გააზიარე: