შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არსენ კობაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ქედი, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა სიღნაღის პედაგოგიური ტექნიკუმი 1936 წელს. მუშაობდა მასწავლებლად სოფელ ზემო ქედში, 1938 წელს აირჩიეს საქართველოს ალკკ წითელწყაროს რაიკომის მეორე მდივნად, ამავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში მოხალისედ, სადაც 1945 წლამდე, ომის დამთავრებამდე დაჰყო, თითქმის რვა წელი იმყოფებოდა არმიაში. 1946 წელს აირჩიეს სოფელ ზემო ქედის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო 1948 წლიდან კოლმეურნეობის დაშლამდე (საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად) მუშაობდა ამ თანამდებობაზე. იგი არაერთხელ იყო არჩეული საქართველოს კომუნისტური პარტიის წითელწყაროს რაიკომის მდივნად, რაიონული საბჭოს დეპუტატად, იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის წევრი და სკკპ რამდენიმე ყრილობის დელეგატი. დაჯილდოებულია სკკპ საპატიო ნიშნის ორდენით. აგრონომი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.341 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |