Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ გველესიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით - ინჟინერ-მშენებელი 1962 წელს. 1967-2005წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის - უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2011წწ. - ამავე ინსტიტუტის საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილების უფროსი; 2013 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დამოუკიდებელი ექსპერტი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად შეეხება საინჟინრო ჰიდროეკოლოგიის პრობლემებს, კერძოდ, წყალსაცავებსა და ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე ჰიდროდინამიკური (ტალღური) ზემოქმედებისა და სიჩქარეთა ველების მათემატიკურ მოდელირებას ექსტრემალურ პირობებში (მიწისძვრის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის, შტორმის და სხვ. დროს). მისი ახალი საანგარიშო მეთოდები გამოიყენებოდა მაღალი, მათ შორის, უნიკალური კაშხალების: საიანო-შუშენსკაიას (სიმძლავრით 6400 მგვტ, სიმაღლით 240 მ), როგუნის (სიმაღლით 335 მ), ენგურის (სიმაღლით 271,5 მ), მიატლის, ირგანაის, გეტიკის, ჟინვალის, სიონის, ხუდონის და სხვ. დაპროექტების, მშენებლობისა და რეაბილიტაციის დროს სხვადასხვა ქვეყანაში და რეგიონში (საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, ციმბირი, დაღესტანი და სხვ.). მისი კვლევების ორიგინალური მეთოდოლოგია შეტანილია სეისმომედეგობასთან დაკავშირებულ ყველა სახელმწიფო (ყოფილ საკავშირო) სამშენებლო ნორმატიულ და მეთოდოლოგიურ დოკუმენტში (მათ შორის, "სამშენებლო ნორმებსა და წესებში"), რომლებიც ამჟამად გამოიყენება საქართველოში, რუსეთის ფედერაციაში და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. 2003-2009წწ. ხელმძღვანელობდა პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა საქართველოს ჰიდროკვანძების რეაბილიტაციის, აგრეთვე ეკონომიკური განვითარების პროგრამების მიხედვით; 2009 წლიდან ეწეოდა კონსულტაციას პროექტისა, რომელიც ხორციელდება ისრაელში სათბური გაზის (ნახშირორჟანგის) შთანთქვის ტექნოლოგიის დამუშავებასთან დაკავშირებით. მიღებული აქვს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია (2011). ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1999). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.202-203; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.73-74 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |